27 აპრილი 2024,   06:26
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარეს არასდროს ექნება პრობლემა, რომ თუნდაც ყველაზე რთულ დროს და ადგილას პარლამენტის პოზიცია გამოხატოს და უკრაინას მიუსამძიმროს - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით,უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი კიდევ ერთხელ გამოხატავს, რომ საქართველო ომის პირველივე დღიდან მხარს უჭერს უკრაინას.

"უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი არის იმ ერთიანი მხარდაჭერის ნაწილი, რომელიც ომის დაწყების დღიდან უკრაინასთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა გამოხატული, ეს იყო საერთაშორისო დონეზე ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მხარდაჭერა და ჰუმანიტარული ნაბიჯები.

ამ ვიზიტით გამოვხატავთ პარლამენტის სამძიმარს და კიდევ ერთხელ მხარდაჭერას დავაფიქსირებთ უკრაინელი მეგობრების და უკრაინელი ხალხის მიმართ. პარლამენტის თავმჯდომარეს არასდროს ექნება და არ აქვს იმის პრობლემა, რომ თუნდაც ყველაზე რთულ დროს და ადგილას პარლამენტის პოზიცია გამოხატოს და უკრაინას მიუსამძიმროს," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ და დასძინა, რომ დელეგაციის შემადგენლობა დაზუსტდება.

დღის ამბები