27 აპრილი 2024,   06:53
ვრცლად
გამარჯვების ფორმულა, რომელიც ოპოზიციამ ვერ იპოვა - პარლამენტში ყოფნა-არყოფნა კვლავ დაპირისპირების მიზეზია

გამარჯვების ფორმულა, რომელიც ოპოზიციამ ვერ იპოვა და ახლა დაპირისპირების მიზეზი გახდა - "ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციის იმ ნაწილს დაუპირისპირდა, რომელმაც პარლამენტში ყოფნაზე უარი განაცხადა, მიზეზი კი ზურა გირჩი ჯაფარიძის განცხადება გახდა, სადაც მან კოლეგები საკანონმდებლო ორგანოში ყოფნის გამო გააკრიტიკა.

"პარლამენტი ოპოზიციის გარეშე"- ლოზუნგის იდეას არ იზიარებენ, როგორც ნაციონალური მოძრაობა, ასევე სხვა ოპოზიციური პარტიებიც, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში მონაწილეობენ. კოლეგების საყვედურს ისინი საკუთარი უსუსურობის სხვებზე გადაბრალებად აფასებენ.

თუმცა აზრთასხვადასხვაობაა თავად ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში, "ნაციონალურ მოძრაობაში" აზრი ორადაა გაყოფილი, ნაწილი პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანის მომხრეა, სხვები კი ფიქრობენ, რომ საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენება აუცილებელია.

"ქართულ ოცნებაში" დარწმუნებულნი არიან, რომ ბოიკოტის შემთხვევაში ოპოზიცია ქუჩის წარუმატებლობისთვის არის განწირული. მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლების შეცვლას ვერც პარლამენტიდან შეძლებს.

ურთიერთ ბრალდებების მიუხედავად, ოპოზიცია პარლამენტში მუშაობას განაგრძობს. ბოიკოტის იდეა პარტიების უმრავლესობისთვის მიუღებელია.

დღის ამბები