27 აპრილი 2024,   01:13
ვრცლად
წინაპირობების წაყენება უკრაინაში ვიზიტისთვის არ მიმაჩნია სწორად - სალომე სამადაშვილი "ნაცმოძრაობის" გადაწყვეტილებაზე

პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი არ მიიჩნევს სწორად გადაწყვეტილებას, უარი თქვას უკრაინის მიწვევით საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტში მონაწილეობაზე. 

"ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი, თუ ის საჭიროდ თვლის და როგორც მესმის, საჭიროდ ჩათვალა, რომ ეს იყოს მრავალპარტიული დელეგაცია, ვითვალისწინებთ რა იმას, რომ ეს ვიზიტი ხორციელდება უკრაინული მხრიდან შესაბამისი მოწვევის საფუძველზე, ცხადია, რომ მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ მონაწილეობა. 

რაც შეეხება სხვა პარტიების პოზიციას - ცხადია, ყველა პარტიას აქვს უფლება თავად განსაზღვროს საკუთარი დღის წესრიგი. მე შემიძლია, გაგაცნოთ ჩვენი პოზიცია - წინაპირობების წაყენება და პირობების დათქმა უკრაინაში, უკრაინული მხრიდან მიწვევის საფუძველზე განხორციელებულ ვიზიტში მონაწილეობის მისაღებად, მე, პირადად, არ მიმაჩნია სწორი, ვინც არ უნდა აკეთებდეს ამას - იქნება ეს ხელისუფლება, თუ ოპოზიცია," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

შეგახსენებთ, დელეგაციაში ყოფნაზე უარი განაცხადა "ნაციონალურმა მოძრაობამ" - პარტიას არ სურს, უკრაინაში "ქართულ ოცნებასთან" და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად გაემგზავროს.

ამავე თემაზე
დღის ამბები