27 აპრილი 2024,   07:41
ვრცლად
ილია დარჩიაშვილის მადლობელი ვარ იმის დადასტურებისთვის, რომ საქართველო არ დაუშვებს რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლას - კულება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას ილია დარჩიაშვილი ავრცელებს. ქართველ კოლეგასთან საუბრის შესახებ წერს დმიტრო კულებაც.

"მქონდა მნიშვნელოვანი სატელეფონო საუბარი ჩემს უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან. კიდევ ერთხელ გაკეთდა აქცენტი საქართველოს და უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობაზე. კიდევ ერთხელ გამოვთქვი მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ამ ძალიან რთულ დროს. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს ერებს შორის მეგობრობის გასაძლიერებლად,"- აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან საუბრის შესახებ სოციალურ ქსელი დაწერა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმაც: "ილია დარჩიაშვილის მადლობელი ვარ იმის დადასტურებისთვის, რომ საქართველო არ უშვებს და არ დაუშვებს რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლას," -წერს კულება.

 
დღის ამბები