20 ნოემბერი 2024,   19:21
ვრცლად
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამა მიმდინარეობს

ოზურგეთისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ოპტიკური ქსელის მშენებლობის დასრულების შემდეგ, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში გრძელდება, რომელიც ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებს და ასევე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გარკვეულ სოფლებს მოიცავს.

ამ საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა ამბროლაურში, რომელშიც ქსელის მშენებელი კომპანია "ოუფენნეტისა" და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. როგორც აღინიშნა, ამბროლაური-ონის მიმართულებაზე უკვე დაწყებულია საპროექტო სამუშაოები. ოპტიკური მაგისტრალის მშენებლობის ტენდერი ასევე დასრულებულია ლეჩხუმის მიმართულებაზე და პროექტირება აღნიშნულ რეგიონშიც უახლოეს დღეებში დაიწყება.

დღის ამბები