25 აგვისტო 2026,   23:02
ვრცლად
"სინამდვილეში, არანაირი არასამთავრობო სექტორი არ არსებობს, არანაირი ენჯეო სექტორი არ არსებობს, ეს არის რადიკალური ოპოზიციის დანამატი" - თორნიკე ფაღავა

დეპუტატ ლევან მაჭავარიანის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას, სადაც ის გარე ინტერესების სასარგებლოდ, ოპოზიციის, ენჯეოებისა და აქტივისტების მიზანმიმართულ ქმედებებზე საუბრობს, შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თორნიკე ფაღავა ამბობს, რომ სინამდვილეში, არანაირი არასამთავრობო სექტორი არ არსებობს, არანაირი ენჯეო სექტორი არ არსებობს და ეს რადიკალური ოპოზიციის დანამატია.

"დაიწყო ძალიან საინტერესო მხილების კამპანია ე.წ. ენჯეო სექტორის და არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ. სინამდვილეში, არანაირი არასამთავრობო სექტორი არ არსებობს, არანაირი ენჯეო სექტორი არ არსებობს, ეს არის რადიკალური ოპოზიციის დანამატი, რომელიც იმართება ისევე, როგორც რადიკალური ოპოზიცია, იმართება მათი პატრონების მიერ, ისინი არასდროს არ ყოფილან ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებზე ორიენტირებულები, ისინი ყოველთვის იყვნენ ორიენტირებულები თავიანთი დამკვეთების ინტერესებზე.

ჩვენ გვახსოვს არაერთი მიზანმიმართული და დამიზნებული კამპანია ჩვენი სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ. ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს ხალხი, ეს რადიკალური პოლიტიკური ჯგუფი ჩამოყალიბდა საერთაშორისო დამსმენებად და საერთაშორისო თაღლითებად. ეს ხალხი ყოველთვის მიზანმიმართულად ებრძოდა ქართულ სუვერენიტეტს, ქართულ სახელმწიფოებრიობას და ჩვენს ეროვნულ ინტერესებს", - აცხადებს თორნიკე ფაღავა.

 

დღის ამბები