27 აპრილი 2024,   05:32
ვრცლად
"ევროპული საქართველო" და "აფხაზთა კრება" საერთო აქციას აანონსებენ

"ევროპული საქართველო" და "აფხაზთა კრება" საერთო აქციას აანონსებენ. ამ თემაზე შეხვედრა პარტიის ოფისში გაიმართა, მიზანი რუსული აგრესიის დაგმობაა.

გიგა ბოკერიას განცხადებით, მიმდინარე მძიმე მოვლენების ფონზე, საქართველოს აქვს შანსი მიიქციოს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება.

"მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული ნაბიჯები ახლაც გადავდგათ, როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ ყურადღების ფოკუსირებისთვის, იმ დანაშაულებზე რაც ჩადენილი აქვთ რუსეთის იმპერიას საქართველოს ტერიტორიაზე, მთელი ამ წლების განმავლობაში," - აცხადებს გიგა ბოკერია. 

 

დღის ამბები