05 მაისი 2024,   05:34
ვრცლად
76 წლის რუსი ქალი პუტინის რეჟიმს მარტო ებრძვის - ელენა ოსიპოვას "სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გის სინ­დისი" უწოდეს

76 წლის რუსი ქალი, რომელიც პუტინის რეჟიმს მარტო ებრძვის - ელენა ოსიპოვა მხატვარია. ის უკვე 20 წელია, რუსეთში პუტინის რეჟიმს აპროტესტებს. 76 წლის ელენა სანკტ-პეტერბურგის ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩებ­ში ომის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პლა­კა­ტე­ბით გა­მო­დისელე­ნა ოსი­პო­ვას "სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გის სინ­დისსუწო­დე­ბენ. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, 76 წლის ელენა ოსიპოვამ პუტინის პოლიტიკა სხვადასხვა პლაკატით რამდენჯერმე გააპროტესტა. ოკუპანტი ქვეყნის პოლიციამ მისი დაკავებაც არ დააყოვნა, თუმცა ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. ოსიპოვა პირველად ჯერ კიდევ 27 თებერვალს, ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს გავიდა პლაკატით, რომელზეც თვალდახუჭული ჯარისკაცი ეხატა, დედა იარაღს ართმევს და ეუბნება "არ წახვიდე შვილო ამ ომში". აქციის ერთადერთმა მონაწილემ წარწერას ასევე დაამატა: "ჯა­რის­კა­ცოდა­აგ­დე ია­რა­ღი, არ ის­რო­ლო და ნამ­დვი­ლი გმი­რი იქ­ნე­ბი".

მხატვარი ელენა ოსიპოვა პირ­ვე­ლად აქ­ცი­ა­ზე 2002 წელს გავიდა. ამის შემდეგ ჩეჩ­ნე­თის მე­ო­რე ომის დროს. როგორც თვითონ ჰყვება, ხალ­ხს მა­შინ­ვე რომ და­ე­წყო გა­მოს­ვლა და პრო­ტეს­ტი, შესაძლოა, ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო.

"ასე­თი მორ­ჩი­ლე­ბა მიკ­ვირს. ახლა არ არის ის დრო, როცა დე­მონ­სტრა­ცი­ის დროს თავ­ში ეს­ვრი­ანბევ­რი კარ­გი ადა­მი­ა­ნიაბევ­რივი­საც ეს­მის ყვე­ლა­ფე­რიმაგ­რამ ისი­ნი შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ანმეს­მის, რომ ეში­ნი­ათ არ და­კარ­გონ სამ­სა­ხუ­რი, ფული, თა­ვი­სუფ­ლე­ბა. მე და­სა­კარ­გი არა­ფე­რი მაქვს, ნე­ბის­მი­ერ მო­მენ­ტში შე­მიძ­ლია მოვ­კვდე, " - ამბობს 76 წლის რუსი მხატვარი ელენა ოსიპოვა.

ელენა ოსიპოვა უკრაინის თავისუფლების მხარდაჭერისთვის პეტერბურგში 2017 წელსაც დააკავეს. აქცია უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნებოდა.

პე­ტერ­ბურ­გში 24 აგ­ვის­ტოს მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზერო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს ეძღვნე­ბო­დააქ­ცი­ის 72 წლის მო­ნა­წი­ლე და­ა­კა­ვესმხატ­ვარ ელე­ნა ოსი­პო­ვას და­კა­ვე­ბის მი­ზე­ზი მისი პლა­კა­ტი გახ­დაწარ­წე­რით: "უკ­რა­ი­ნა გვა­პა­ტიე! შენი და ჩვე­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის".

დღის ამბები