05 მაისი 2024,   03:17
ვრცლად
სამხედრო დანაყოფს, რომელმაც ბუჩაში დახოცა ბავშვები და გააუპატიურა ქალები, პუტინმა გვარდიის წოდება მიანიჭა

რუსეთის პრეზიდენტმა 64-ე მოტომსროლელ ბრიგადას "გვარდიის" წოდება" მიანიჭა. ჯილდო მათ "გმირობისა და სიმამაცისთვის, გამძლეობისა და გამბედაობისთვის" გადაეცათ.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, ეს ის სამხედრო დანაყოფია, რომელმაც ქალაქ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა, დახოცა ბავშვები და გააუპატიურა ქალები.

დღის ამბები