აბაშაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიკარგა - "კურიერის" ინფორმაციით, 42 წლის მამაკაცი ბენზინგასამართ "სოკარის" თანამშრომელია. მამაკაცის კვალი გუშინ, მისი სამსახურიდან სახში დაბრუნების ეპიზოდში იკარგება, მორიგეობის შემდეგ ის არავის აღარ უნახავს. დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.
საქმეზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.