03 მაისი 2024,   14:41
ვრცლად
ხულოში 3 წლის ბავშვი ბაბუასთან ერთად ხევში გადავარდა

ხულოში 3 წლის ბავშვი, ბაბუასთან ერთად, ხევში გადავარდა. ინციდენტი სოფელ ბეღლეთში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ბავშვი ბაბუასთან ერთად სამეურნეო ტექნიკით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მოტობლოკი ამოყირავდა და ხევში გადავარდა.

მცირეწლოვანის მდგომარეობა მძიმეა,საჭირო გახდა მისი ბათუმში გადმოყვანა,ის რეანობილით იაშვილია კლინიკაში მიიყვანეს.მცირეწლოვანს დაზიანებები თავის არეში აქვს.რაც შეეხება მამაკაცს,მისი მდგომარეობა მსუბუქია,ის ხულოს რაიონულ ჰოსპიტალშია მოთავსებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 271-ე მუხლით არის დაწყებული, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს. 

დღის ამბები