27 აპრილი 2024,   09:22
ვრცლად
"ჩვენი პოლიტიკური ძალა ადამიანის, სამშობლოსა და ეკლესიის პატივისცემაზე დგას" - "ქართული ოცნების" დაფუძნების 10 წელს პრემიერი ეხმაურება

"ქართული ოცნების" დაფუძნების 10 წელს სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს პრემიერ მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის შექმნის ისტორია გაიხსენა და აღნიშნა რომ "ქართულმა ოცნებამ" ადამიანი და მასზე ზრუნვა უმთავრეს ღირებულებად გამოაცხადა და ამ კურსიდან არასდროს გადაუხვევია. 

"ჩვენი პოლიტიკური ძალა ადამიანის, სამშობლოსა და ეკლესიის პატივისცემაზე დგას, განუხრელად იცავს კანონის უზენაესობას და აძლიერებს სახელმწიფო ინსტიტუტებს," - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. 

პრემიერმა ქართველ ხალხს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" ყველა ქართველის საბოლოო ოცნებას აასრულებს. 

დღის ამბები