02 მაისი 2024,   10:26
ვრცლად
NATO-მ თავიდან უნდა აიცილოს რუსეთთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება, რომელმაც შეიძლება მე-3 მსოფლიო ომამდე მიგვიყვანოს - გერმანიის კანცლერი

NATO-მ თავიდან უნდა აიცილოს რუსეთთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება, რომელმაც შეიძლება მესამე მსოფლიო ომამდე მიგვიყვანოს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა "შპიგელთან" ინტერვიუში განაცხადა. ოლაფ შოლცს უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდებაზე ჰკითხეს- კანცლერის თქმით, არ არსებობს წესები, სადაც მითითებულია, როდის შეიძლება ჩაითვალოს გერმანია უკრაინის ომის მხარედ.

"ჩემთვის მთავარი პრიორიტეტია NATO-ს მიმართ ესკალაციის თავიდან აცილება,"- აღნიშნა შოლცმა. მისი თქმით, შეცდომის შედეგები "დრამატული იქნება".

დღის ამბები