27 აპრილი 2024,   11:29
ვრცლად
აღმოსავლეთ უკრაინაში, ოკუპირებულ რეგიონებში ეუთო-ს რამდენიმე თანამშრომელი დააკავეს

აღმოსავლეთ უკრაინაში, ოკუპირებულ რეგიონებში ეუთო-ს რამდენიმე თანამშრომელი დააკავეს. ინფორმაციას ორგანიზაცია ოფიციალურად ადასტურებს. 

"ეუთო უკიდურესად შეშფოთებულია დონეცკსა და ლუჰანსკში სპეციალური სადამკვირვებლო მისიის რამდენიმე წევრის თავისუფლების აღკვეთით. ეუთო იყენებს ყველა ხელმისაწვდომ საშუალებას, რათა უზრუნველყოს პერსონალის გათავისუფლება" – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 

ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისია შეუიარაღებელ თანამშრომელთა დივიზიაა, რომელსაც კონფლიქტის ზონების დაკვირვება და აღწერა ევალება. მისია აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლიდან იმყოფება.

დღის ამბები