05 მაისი 2024,   04:36
ვრცლად
თეთრმა სახლმა ინდონეზიას შეატყობინა, რომ რუსეთს G20-ის სამიტში მონაწილეობის უფლება არ უნდა მიეცეს

თეთრმა სახლმა ინდონეზიას შეატყობინა, რომ რუსეთს G20-ის სამიტში მონაწილეობის უფლება არ უნდა მიეცეს მას შემდეგ, რაც ინდონეზიის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინი სამიტზე მიიწვია.

ინდონეზიაში სამიტი 15-16 ნოემბერს გაიმართება. პენტაგონში კი აცახდებენ რომ აშშ უკრაინელ სამხედროებს გერმანიაში ამზადებს.

ჯონ კირბის თქმით გერმანიის გარდა, აშშ უკრაინელი სამხედროებს უკრაინის სხვა ორ ქვეყანაში ამზადებს, თუმცა პენტაგონის პრესსპიკერმა არ დააკონკრეტა, რომელ სახელმწიფოზეა საუბარი.

თეთრი სახლის პრესმდივანი ჯენ ფსაკი, აცხადებს, რომ დოპლომატიურ მოლაპარაკებებში რუსეთი სავარაუდოდ კონსტრუქციულად არ მოიქცევა. 

"არაფერი მანიშნებს , რომ დიპლომატიურ მოლაპარაკებებში რუსეთი კონსტრუქციულად მოიქცევა. თუმცა დიპლომატიური მოლაპარაკებები და დიალოგი არის გზა, რომელსაც შეუძლია ეს კონფლიქტი დაასრულოს.პრეზიდენტმა ბაიდენმა საჯაროდ გამოხატა წინააღმდეგობა ვლდიმერ პუტინის G20-ის სამიტზე დასწრებაზე. მათ რუსეთი შეჭრამდე მიიწვიეს . ჩვენ ამ საკითხზე გამოვთქვით ჩვენი მოსაზრება.ასე რომ ჯერ ნაადრევია იმის თქმა, თუ როგორი იქნება სამიტი,"- აცხადებს ფასკი

პენტაგონის პრესმდივანი ჯონ ქიბრი კი აღნიშნავს, რომ უკრაინის სამხედროებმა სამხედრო წვრთნები უკვე გაიარეს.

უკრაინელ სამხედროებს ახალი შეიარაღების გამოყენებაში მომზადება სჭირდებათ.ჩვენი ძალისხმევა ეფუძნება საარტილერიო წვრთნებს, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე გაიარეს . ეს ასევე მოიცავს სწავლებას რადარების სისტემებთან და ჯავშანტექნიკასთან დაკავშირებით. იარარის გადაცემის შესახებ ცოტა ხნის წინ გამოცხადდა უსაფრთხოების სფეროში დახმარების პაკეტის ფარგლებში. რაც შეეხება ვლადიმერ პუტინს . არ შემიძლია ვილაპარაკო მის ფსიქოლოგიაზე , მაგრამ შემიძლია ვილაპრაკო მის უზნეობაზე,"- აცხადებს ჯონ ქიბრი

 

დღის ამბები