05 მაისი 2024,   06:13
ვრცლად
იმედი გვაქვს მარიუპოლის მოსახლეობა გადარჩება და ევაკუაცია, რომელსაც სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია, განხორციელდება - მარიუპოლის მერი

მარიუპოლის მერი ვადიმ ბოიჩენკო მოსახლეობის ევაკუაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ  ბევრი ქალი და ბავშვია ამ მოლოდინში. 

ბოიჩენკო ყველას მოუწოდებს მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის პროცესში გაერთიანდნენ, რათა მარიუპოლი გადაარჩინონ:

"ჩვენ ველოდებით ევაკუაციას და იმედი მაქვს რომ მტერს ადამიანობის მცირედი ნაწილი მაინც აქვს შერჩენილი, რომელიც ჩაგრავს ადგილობრივ მოსახლეობას და აიძულებს მათ რომ დარჩნენ მიწის ქვეშ თავშესაფარში. ჩვენ იმედი გვაქვს რომ მარიუპოლის მოსახლეობა გადარჩება. ბევრი ქალი და ბავშვია, რომლებიც ელოდებიან ევაკუაციას. ჩვენ ჩართული ვართ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ოპერაციაში, ვთხოვთ მთელს კაცობრიობას რომ გაერთიანდნენ ამ მიზნით. მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და იმედი გვაქვს რომ ევაკუაცია, რომელსაც სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია, განხორციელდება," - აცხადებს მარიუპოლის მერი ვადიმ ბოიჩენკო.

დღის ამბები