05 მაისი 2024,   02:27
ვრცლად
მოლდოვის სახელმწიფო დაწესებულებების ვებ-გვერდებზე კიბერშეტევა განხორციელდა

მოლდოვის სახელმწიფო დაწესებულებების ვებ-გვერდებზე კიბერშეტევა განხორციელდა. ამის შესახებ მოლდოვის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს.

უწყების ცნობით, თავდასხმა საზღვარგარეთიდან პრორუსულმა დაჯგუფება "ქილ ნეთმა" განახორციელა. ამჟამად, პასუხისმგებელი ორგანოები სამთავრობო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების მოსაგერიებლად აუცილებელ ზომებს იღებენ.

დღის ამბები