05 მაისი 2024,   02:35
ვრცლად
"აზოვსტალიდან" მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია კიევის დროით 08:00 განახლდება- ვოლოდიმირ ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის 67-ე დღის შემაჯამებელ ვიდეო მიმართვაში "აზოვსტალის" ქარხნიდან მიმდინარე ევაკუაციის შესახებ დაიწყო საუბარი. მისი თქმით, პროცესი კიევის დროით დღეს დილის 8 საათიდან განახლდება. უკრაინის პრეზიდენტმა ოკუპანტების მიერ მიტანილ იერიშებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ეს რუსული მხარისთვის მხოლოდ ტოქსიკურობასა და იზოლირებას გაზრდის. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა კონგრესის დელეგაციის კიევში ვიზიტსაც.

დღეს საბოლოოდ, "აზოვსტალიდან" ხალხის ევაკუაცია მოვახერხეთ. ომის განმავლობაში პირველად, ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის დერეფანმა დაიწყო მუშაობა. პირველად, ამ ტერიტორიაზე ორდღიანი რეალური ცეცხლის შეწყვეტა მოხდა. უკვე 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, პირველ რიგში ქალები და ბავშვები ევაკუირებული არიან. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც მონაწილეობდა ხალხის გადარჩენისთვის მზადებაში და ვინც უზრუნველყოფს ამ ჰუმანიტარულ დერეფანს.

"დღეს რუსეთის ჯარებმა ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე დარტყმები გააგრძელეს. მათ მიერ არჩეული სამიზნეები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი რუსული არმიის განადგურების ომია. ისინი აგროვებენ ძალებს ქვეყნის სამხრეთში, რათა სცადონ თავდასხმა ჩვენს ქალაქებსა და თემებზე დნიპროპეტროვსკის რეგიონში. რა შეიძლება იყოს რუსეთის სტრატეგიული წარმატება ამ ომში? მართალი გითხრათ, არ ვიცი. ხალხის დანგრეული სიცოცხლე და დამწვარი თუ მოპარული ქონება რუსეთს არაფერს მისცემს. ეს მხოლოდ გაზრდის რუსული სახელმწიფოს ტოქსიკურობას და იმათ რიცხვს მსოფლიოში, ვინც იმუშავებს რუსეთის იზოლაციაზე.

უკრაინის შეიარაღებული ძალები დამპყრობლების ყველა თავდასხმას პასუხობენ და ისინი რეაგირებას გააგრძელებენ სანამ ოკუპანტები ჩვენს მიწას არ დატოვებენ. ჩვენი სახელმწიფოს დახმარების ძირითადი საკითხები განვიხილე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან ნენსი პელოსისთან, რომელიც ამერიკის კონგრესის დელეგაციასთან ერთად ეწვია კიევს.

მადლობა გადავუხადე მათ ისტორიული "ლენდ-ლიზის" პროგრამის აღორძინებისთვის. ასევე მადლობა გადავუხადე უკრაინისთვის 33 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების დიდი პაკეტის მომზადებისთვის. განვიხილეთ, თუ როგორ შეგვიძლია გავაძლიეროთ სანქციები ისე, რომ აიძულოს რუსეთი დაასრულოს ომი და შეზღუდოს რუსეთის შესაძლებლობა, გვერდი აუაროს არსებულ და მომავალ სანქციებს," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. 

დღის ამბები