05 მაისი 2024,   04:39
ვრცლად
რუსი სამხედროები ხელოვნურად არ მოარგებენ თავიანთ ქმედებებს კონკრეტულ თარიღს - სერგეი ლავროვი 9 მაისზე

"თარიღი 9 მაისი არავითარ გავლენას არ მოახდენს უკრაინაში მიმდინარე მოსკოვის სამხედრო ოპერაციაზე" - ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ერთ-ერთ იტალიურ ტელეკომპანიასთან ინტერვიუს დროს სერგეი ლავროვი ამბობს, რომ "რუსი სამხედროები ხელოვნურად არ მოარგებენ თავიანთ ქმედებებს კონკრეტულ თარიღს."

რუსეთის პირველი დიპლომატი კიდევ ერთხელ საუბრობს რუსეთის მთავარ მიზანზე - გაანეიტრალონ "შეტევითი იარაღისა და ნაციზმთან დაკავშირებული ნებისმიერი საფრთხე".

"ჩვენ კონცენტრირებული ვართ უკრაინაში ჩვენს მოქმედებებზე იმ ამოცანებისთვის, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაანონსა - მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა და უსაფრთხოება, უკრაინის ტერიტორიაზე მათთვის და რუსეთის ფედერაციისთვის შეტევითი იარაღისა და ნაციზმთან დაკავშირებული ნებისმიერი საფრთხის განეიტრალება.

ჩვენი სამხედროები ხელოვნურად არ მოარგებენ თავიანთ ქმედებებს რაიმე თარიღს, მათ შორის, გამარჯვების დღეს. ჩვენ საზეიმოდ აღვნიშნავთ 9 მაისს, როგორც ყოველთვის.

უკრაინაში ოპერაციის ტემპი, უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულია მშვიდობიანი მოსახლეობისა და რუსი სამხედრო პერსონალისთვის რაიმე რისკის მინიმუმამდე დაყვანის აუცილებლობაზე.

ჩვენ არ ვითხოვთ ზელენსკი დანებდეს. ჩვენ მოვითხოვთ, რომ მან გასცეს ბრძანება, გაათავისუფლოს ყველა მშვიდობიანი მოქალაქე და შეწყვიტოს წინააღმდეგობა. ჩვენი მიზანი არ მოიცავს უკრაინაში რეჟიმის შეცვლას. ეს ამერიკული სპეციალობაა. ისინი ამას მთელ მსოფლიოში აკეთებენ. ჩვენ გვსურს უკრაინის აღმოსავლეთში უზრუნველვყოთ ხალხის უსაფრთხოება, რათა მათ არ დაემუქროთ ამ ქვეყნის მილიტარიზაციისა ან ნაციფიკაციის საფრთხე და რომ საფრთხე არ მომდინარეობდეს უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების მიმართ.

ახლა ზელენსკის შეუძლია მშვიდობის დამყარება, თუ ის შეწყვეტს კრიმინალური ბრძანებების გაცემას თავისი ნეონაცისტური ბატალიონებისთვის, აიძულებს მათ გაათავისუფლონ ყველა მშვიდობიანი მოქალაქე და შეწყვიტონ წინააღმდეგობა,"- განაცხადა სერგეი ლავროვმა.

დღის ამბები