"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე აცხადებს რომ შექმნის ვითარებაში, ყველანაირი აქტივობა და საზოგადოების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ.
"პოზიცია არის შემდეგი : პირველი, ჩვენს პარტნიორებთან ძალიან აქტიური მუშაობა, საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაცია და რა თქმა უნდა, აქციები, სხვადასხვა აქტივობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ხელისუფლებას და საზოგადოებას ავუხსნათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს მესამე პრეზიდენტის გადაყვანა მესამე ქვეყანაში, მათ შორის, პირველ რიგში, ქვეყნისთვის. შესაბამისად, ყველანაირი აქტივობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის ოჯახის, პარტიის, მისი მეგობრების და ზოგადად ყველასი, ვინც ფიქრობს რომ ეს ქვეყანა არ იმსახურებს მესამე პრეზიდენტის ციხეში სიკვდილს," - აცხადებს დეკანოიძე.