რუსებმა აზოვსტალზე შტურმი განაახლეს- ინფორმაციას აზოვის პოლკი ავრცელებს- მათივე ცნობით, თავდასხმამდე, რუსული ავიაცია ქარხნის ტერიტორიას ზედიზედ რამდენიმე საათის განმავლობაში ბომბავდა - დაიღუპა ორი ქალი, რომელიც თავს ბუნკერში აფარებდა. ქალაქის მცველებმა გაავრცელეს ვიდეო კადრები, რომელიც ამ თავდასხმის შედეგებს აღწერს.
ვითარება არის რთული- უკრაინელი სამხედროების ცნობით, ახლა ქარხანაში 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქეა, მათგან 20-ი ბავშვია.