27 აპრილი 2024,   02:11
ვრცლად
ევროკომისია უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის განაცხადს სწავლობს და ჩვენი სტანდარტებით ძალიან მალე წარუდგენს საბჭოს თავის შეფასებას - ჯოზეფ ბორელი

ევროკომისია, ევროკავშირის საბჭოს, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მიერ შევსებული კითხვარის შეფასებას ძალიან მალე წარუდგენს - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკომისია, ევროკავშირის საბჭოს, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მიერ შევსებული კითხვარის შეფასებას ძალიან მალე წარუდგენს.

ჯოზეფ ბორელმა ასევე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განმარტა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს უკრაინის მიერ ევროკავშირის წევრობის განაცხადთან არანაირი კავშირი არ აქვს:

"ევროკომისია სწავლობს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის განაცხადს და ჩვენი სტანდარტებით ძალიან მალე წარუდგენს საბჭოს თავის შეფასებას. მე ვამბობ სწრაფად, რადგან ამგვარ პროცედურებს წლები სჭირდება. პირველი ორი ნაბიჯი - კითხვარის წარდგენა, პასუხების გაცემა და მათი შესწავლა ევროკომისიის მოსაზრების წარსადგენად უკრაინის შემთხვევაში სინათლის სიჩქარით ხდება, სხვა პროცესებთან შედარებით,"- აცხადებს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში ჯოზეფ ბორელი.

დღის ამბები