20 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, რატი შურღაია სამშობლოში ჩამოასვენეს

რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, რატი შურღაია სამშობლოში ჩამოასვენეს. დაღუპულისთვის პატივის მისაგებად მოქალაქეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი შურღაია ქაშუეთის ეკლესიაში გადაასვენეს.

ქართველ მებრძოლს რუსულ არმიასთან ბრძოლის დროს მიღებული მძიმე დაზიანებების გამო, კანტუზია ორჯერ განუვითარდა. მისი თანამებრძოლების ინფორმაციით, შურღაიამ მკურნალობის კურსი ბოლომდე არ დაასრულა და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა კვლავ გააგრძელა. რატი შურღაიას სამხედრო პატივით სამშაბათს დაკრძალავენ. 

"სულ მეუბნებოდა რომ ვურეკავდი, შენ ნუ გეშინიაო, მე კარგად ვარო დედიკო. აქედან ვერაფერს ვატყობდი და თვითონ ეტყობა არ ჰქონდა ჯანმრთელობა კარგად. რისთვის იბრძოდა და საბოლოო წერტილამდე რომ მივიდეთ - საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლების შენარჩუნებისთვის და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის" ,- განაცხადა გარდაცვლილი მებრძოლის დედამ, ნინო პაპასკირმა.

უკრაინაში, სულ 11 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

დღის ამბები