15 ნოემბერი 2024,   23:39
ვრცლად
ქვეყანა დამოუკიდებლობის 31 წლისთავს ამბიციური გზავნილით და მოლოდინით აღნიშნავს - ღონისძიებაზე საქათველოს ჰიმნთან ერთად ევროკავშირის ჰიმნი შესრულდება

საქართველო მთავარ მონაპოვარს, დამოუკიდებლობის 31 წლისთავს ამბიციური გზავნილით და მოლოდინით აღნიშნავს. წლევანდელი 26 მაისი ქვეყნისთვის კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, სახელმწიფოს სუვერენიტეტის აღდგენის აღნიშვნის პარალელურად, საქართველო ევროპულ ოჯახში დაბრუნების სურვილის დეკლარირებას ახდენს.

პირველად, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საქართველოს ჰიმნთან ერთად, ევროკავშირის ჰიმნი შესრულდება.

სიახლეა ისიც, რომ მთელს ქვეყანაში ისეთივე მრავალფეროვანი და მასშტაბური იქნება ყველა აქტივობა, როგორც დედაქალაქში. დამოუკიდებლობის დღეს, წელს პირველად, 16 მუნიციპალიტეტში სახელმწიფო უწყებები თემატურად იქნება წარმოდგენილი.

ყველაზე დიდი მისია საგარეო საქმეთა სამინიტროს აქვს - "ევროპისკენ" ამ სურვილის განხორციელების მოტივით, უწყება ქუთაისში დიდ მასშტაბურ ღონისძიებას ცენტრალურ მოედანზე უმასპინძლებს. მოეწყობა სცენა, იქნება წარმოდგენილი საგამოფენო პავილიონები და თემატური საინფორმაციო სტენდები

მოქალაქეებს 11 საათიდან ელოდებიან მცხეთაშიც. ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ქალაქში დაგეგმილ ღონისძიებას შს სამინისტრო უმასპინძლებს. ცენტრალური გამზირი ერთი დღით გადაიკეტება, სადაც სპორტული და შემეცნებით აქტივობები, მართვის მოწმობის ჩაბარების იმიტირებული საბავშო მოედანი და სახალისო ანიმაციური კუთხეებიც იქნება.

მზადება დაიწყეს გურიაშიც. ოზურგეთში, მთავარ ქუჩაზე სცენისა და სივრცეების მოწყობა დილიდან მიმდინარეობს. აქ მასპინძელი ჯანდაცვის სამინისტროა.

26 მაისს, გორიც რამდენიმე თემატურ ზონად - შემეცნებით, გასართობ, კულტურულ და საგამოფენო სივრცეებად იქნება დაყოფილი. ცენტრალურ მოედანზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით ღვინის დეგუსტაციის შესაძლებლობაც ექნება ადგილობრივებსა თუ ჩამოსულ სტუმრებს.

რა ხდება დედაქალაქში? - თავისუფლების მოედანზე მზადება უკვე დაწყებულია, აქ სპეციალურად გამოყოფილ ადგილს ტრადიციულად ქვეყნის პირველ პირებთან ერთად მოწვეული სტუმრები დაიკავებენ. დღის მთავარი ღონისძიება კი 12:00 საათზე დაიწყება, სამხედრო ფიცს ერთდროულად 5 ქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტები და წვევამდელები დადებენ.

თავისუფლების მოედანზე თავდაცის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფები კოლოფებად განლაგდებიან. იგეგმება თავდაცვის ძალების შეიარაღებისა და ჯავშანტექნიკის გამოფენა. რუსთაველის გამზირზე როგორც ყოველთვის თელი დღის მანძილზე სხვადასხვა სახის აქტივობები გაიმართება.

მთელს საქართველოში კი 17: 10 წუთზე, მაშინ როდესაც ნოე ჟორდანიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ერთდროულად საქართველოს ჰიმნი შესრულება. სიახლეა ისიც რომ წელს განსხვავებული ავიაშოუ იქნება. ღონისძიების დასრულების შემდეგ თვითმფრინავები და ვეტრმფრენები თავისუფლების მოედანზე საქრთველოსა და ევროკავშირის დროშით გადაიფრენენ. საზეიმო დღე საღამოს რესპუბლიკის მოედანზე გალა კონცერტით დასრულდება.

დღის ამბები