27 აპრილი 2024,   03:23
ვრცლად
უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის მზადყოფნა, 20-მა ქვეყანამ გამოთქვა, ყველას ესმის, რა დევს სასწორზე - ლოიდ ოსტინი

ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად, 20-მა ქვეყანამ გამოთქვა მზადყოფნა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ 20-მა ქვეყანამ,  უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

ეს განცხადება ლოიდ ოსტინმა უკრაინის დაცვის საკონტაქტო ჯგუფის ვირტუალური შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. 

პენტაგონის ხელმძღვანელის ცნობით, ქვეყნებს შორის, რომლებმაც უკრაინის დახმარების ახალი პაკეტები გამოაცხადეს, არიან იტალია, დანია, საბერძნეთი, ნორვეგია, პოლონეთი.

ლოიდ ოსტინის თქმით, დანია უკრაინას ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს და მათ გამშვებ დანადგარებს გადასცემს.

"უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოსაყოფად, 20-მა ქვეყანამ გამოთქვა მზადყოფნა.
ქვეყნებს შორის, რომლებმაც უკრაინის დახმარების ახალი პაკეტები გამოაცხადეს, არიან იტალია, დანია, საბერძნეთი, ნორვეგია, პოლონეთი.

დანია უკრაინას ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს და მათ გამშვებ დანადგარებს გადასცემს.
აქ ყველას ესმის, თუ რა დევს ამ ომის სასწორზე", - განაცხადა ლოიდ ოსტინმა. 

დღის ამბები