27 აპრილი 2024,   02:31
ვრცლად
დავოსის ფორუმის მესამე დღე - პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში სახელწოდებით "ევროკავშირის პარტნიორობა მეზობელ ქვეყნებთან"

დავოსის ეკონომიკური ფორმის  მესამე დღე - შვეიცარიში მყოფი საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ფორუმის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს.

დღეს ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში სახელწოდებით "ევროკავშირის პარტნიორობა მეზობელ ქვეყნებთან". საქართველოს პრემიერთან ერთად განხილვაში ესტონეთის პრეზინდეტი, მოლდოვას პრემიერი და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩაერთვებიან.

მთავარი სასაუბრო თემები იქნება უკრაინაში ომის შემდეგ არსებული გამოწვევები იმ ქვეყნებთან მიმართებაში, ვისაც ევროკავშირის წევრობა სურს, ასევე ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა. დავოსში ყოფნის დროს საქართველოს პრემიერი უკვე შეხვდა ევროპის არაერთ პოლიტიკურ ლიდერსა და ბიზნესის წარმომადგნელს.

დღის ამბები