27 აპრილი 2024,   01:35
ვრცლად
ველოდებოდი რომ კირილი პუტინს ეტყოდა "ბატონო პრეზიდენტო, არ შემიძლია თქვენ დაგეთანხმოთ და უნდა გადავდგე" - მსოფლიო პატრიარქი

მსოფლიო პატრიარქმა ბერძნულ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის ეკლესიამ იმედები გაუცრუა.

მისი თქმით, რუსეთის პატრიარქისგან ელოდა, რომ კირილი მსხვერპლად გაიღებდა ტახტს და პუტინს ეტყოდა, რომ არ შეუძლია იმ ყველაფერს დაეთანხმოს, რაც უკრაინაში ხდება.

"ყველა ეკლესიისთვის შეუძლებელი იყო, არ დაეგმოთ ძალადობა და ომი უკრაინაში, რუსეთის ეკლესიამ კი იმედები გაგვიცრუა. მე არ მსურს, რუსეთის ეკლესია და პატრიარქი კირილი იყვნენ ეს გამონაკლისები. მე არ ვიცი, როგორ შეუძლია მას გაიმართლოს თავი სინდისის წინაშე. ველოდებოდი, რომ ძმა კირილი ადგებოდა ამ კრიტიკულ ვითარებაში და თუ საჭირო იქნებოდა, მსხვერპლად გაიღებდა თავის ტახტს და პუტინს ეტყოდა: ბატონო პრეზიდენტო, არ შემიძლია თქვენ დაგეთანხმოთ და უნდა გადავდგე", - განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა. 

 

დღის ამბები