24 აპრილი 2024,   21:53
ვრცლად
გერმანია უკრაინისთვის საბრძოლო ტექნიკის გადაცემას აჭიანურებს, "ლენდ ლიზის" ტემპმა სწორედ ამიტომ არ გაამართლა - არესტოვიჩი

გერმანია უკრაინისთვის საბრძოლო ტექნიკის გადაცემას აჭიანურებს - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი აცხადებს. ალექსეი არესტოვიჩის თქმით, "ლენდ ლიზის" ტემპმა არ გაამართლა არა შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის, არამედ გერმანული შეიარაღების გამო.

"ლენდ ლიზის" ტემპმა არ გაამართლა. არ გაამართლა არა ამერიკული და ბრიტანეთის შეიარაღების, არამედ გერმანული შეიარაღების გამო. ფაქტობრივად, გერმანული მხარე აჭიანურებს საბრძოლო ტექნიკის გადაცემას და ირიბად არის დამნაშავე იმაში, რაც ფრონტზე ხდება, რომ გვყავს გამოფიტული დანაყოფები განადგურებული შეიარაღებით. რუსულ შეიარაღებასთან შეფარდებით მინორულ პოზიციაში არიან, განსაკუთრებით არტილერიაში.

შეიარაღების არქონის გამო, უკრაინა საპასუხო დარტყმებს ვერ აყენებს საოკუპაციო ძალებს იმ დროს, როდესაც რუსული არმია "ისკანდერებით", "ურაგანებითა" და "სმერჩით" არტყამს მათ შეიარაღებას, რომელიც ვერ უტოლდება რუსულს.

საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი და იტალია მშვიდობას ემხრობიან, მოლაპარაკებებს. მოლაპარაკებები ერთი მიზეზით – დათმობები პუტინთან," - განაცხადა ალექსეი არესტოვიჩმა.

დღის ამბები