05 მაისი 2024,   03:54
ვრცლად
ევროკავშირის დიპლომატები რუსული ნავთობის იმპორტზე ემბარგოზე შეთანხმებას ორშაბათს, ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე შეეცდებიან

ევროკავშირმა რუსული ნავთობის იმპორტზე ემბარგოზე შეთანხმებას ვერ მიაღწია, მაგრამ ევროკავშირის დიპლომატები რუსული ნავთობის ემბარგოზე პროგრესის მიღწევას ორშაბათს, ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე შეეცდებიან, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

დიპლომატებმა განაცხადეს, რომ კიდევ ბევრი დეტალია მოსაგვარებელი.

ნავთობის იმპორტზე სანქციები არის ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტის ნაწილი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის გამო. მთელი პაკეტი უნგრეთმა შეაჩერა, რომელიც აცხადებს, რომ ნავთობის ემბარგო მისი ეკონომიკისთვის დარტყმა იქნება, რადგან მისთვის ნავთობის სხვა ქვეყნისგან მიღება ადვილი არაა. მსგავსი შეშფოთება გამოთქვეს სლოვაკეთმა და ჩეხეთმა.

დღის ამბები