25 აგვისტო 2026,   23:28
ვრცლად
მიხეილ ჩხენკელმა ბავშვთა დაცვის დღე ჭადრაკის სასახლეში პატარა მოჭადრაკეებს მიულოცა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე პირადად მიულოცა პატარა მოჭადრაკეებს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა. გარდა ამისა, მიხეილ ჩხენკელმა ჭადრაკის სასახლეში ევროპის სასკოლო ჩემპიონატის პრიზიორებს მოპოვებული წარმატებაც მიულოცა.

შეგახსენებთ, მომავალი სასწავლო წლიდან პირველკლასელები ჭადრაკს სავალდებულო საგნად შეისწავლიან. ამ სიახლესთან დაკავშირებული დეტალები მინისტრმა ჭადრაკის ქართველ ჩემპიონებთან ერთად კიდევ ერთხელ განიხილა.

დღის ამბები