19 მაისი 2024,   07:57
ვრცლად
იძალადა თუ არა სექუალურად ზრდასრულმა მამაკაცმა სკოლის მოსწავლეზე - შიდა ქართლში გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს

11 წლის ბიჭს , 45 წლის მამაკაცი საკუთარ ფერმაში გაზრდილ ცხოველებს ჩუქნიდა იმის გამო, რომ არასრულწლოვანს კიდევ უფრო დაეახლოვებინა,- ამის შესახებ შიდა ქართლის ერთ- ერთ სოფელში ყვებიან. მოსახლეობამ დღეს გაიგო, რომ მათი თანასოფლელი, ზრდასრული მამაკაცი ,პოლიციამ გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით დააკავა.

11 წლის მოსწავლეზე რომ სავარაუდოდ თანასოფლელმა იძალადა, ბავშვის ოჯახში ორი დღის წინ გაიგეს. კურიერის ინფორმაციით, არასრულწლოვანი შესაძლო დანაშაულს ერთი წელი მალავდა, ბოლოს კი საიდუმლო მხოლოდ დედას გაუმხილა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის დაზარალებულის ოჯახის წევრებიც ადასტურებენ, თუმცა საქმის სხვა დეტალებზე არ საუბრობენ და გამოძიების შედეგებს ელოდებიან.

სამართალდამცველებმა, სავარაუდო დამნაშავე რამდენიმე საათში, საკუთარ სახლში აიყვანეს. დაკავებულის ოჯახს ბრალის დამტკიცებამდე დეტალებზე საუბარი არ სურს.

ზრდასრული მამაკაცი ჯერ ოფიციალურად ბრალდებული არ არის და დროებით მოთავსების იზოლატორში სამართლებრივ პროცედურის ჩატარებას ელოდება. 

იძალადა თუ არა მამაკაცმა სექსულურად არასრულწლოვანზე ,ამას რამდენიმე ექსპერტიზა და მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებები დაადგენს. ბრალის დამტკიცების შემთხვვაში,
თანასოფლელები მამაკაცის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.

სასჯელი, 15-19 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს .

დღის ამბები