წალენჯიხის მერის პირველი მოადგილე თანამდებობას ტოვებს. ლაშა ზარქუამ განცხადება უკვე დაწერა. გადაწყვეტილების მიზეზად, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა სახელდება, რომელზე პასუხისმგებელიც სწორედ ზარქუა იყო.
მერიის მიერ პროექტის საკრებულოსთვის დაგვიანებით წარდგენის გამო, პროგრამა ჩავარდნის საფრთხის ქვეშ იყო. მოგვიანებით, მისი აღდგენა მოხერხდა, თუმცა მომხდარის მიზეზების დასადგენად, ქალაქის მუნიციპალიტეტში სპეციალური კომისია შეიქმნა.
ახლა, ზარქუა გია ხარჩილავას გადაწყვეტილების მოლოდინშია.