გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო დღეს, 7 ივნისს მთაწმინდის რაიონის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ "თელასი" ავრცელებს.
იხილეთ ჩამონათვალი:
მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ასათიანის, ინგოროყვას, ლეონიძის, მაჩაბელის, სულხან საბას, ბესიკის, გრიბოედოვის, ლაღიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება," - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.