27 აპრილი 2024,   05:47
ვრცლად
საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ისტორიულ მაქსიმუმზეა - მიზეზები და შეფასებები

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ისტორიულ მაქსიმუმზეა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2022 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში 568 მილიონი დოლარი შემოვიდა. 2021 წელთან შედარებით, თანხა 4-ჯერ მეტია. საქსტატის დირექტორი ასახელებს ქვეყნებს, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა - პირველ ადგილზეა ესპანეთი, მეორე ადგილზე იმყოფება გაერთიანებული სამეფო, ხოლო მესამეზე თურქეთი.

მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ამბობენ, რომ რეგიონში შექმნილი რთული გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, უცხოური ინვესტიციების დინამიკა სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირდება. განმარტავენ, რომ მონაცემები ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნების მაჩვენებელია.

პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები საერთაშორისო უცხოური ინვესტიციების კომპანიებთან. სააგენტო "აწარმოე საქართველოში" დირექტორი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში ქვეყნაში არაერთი მსხვილი კომპანია შემოვიდა.

ინვესტიციების რეკორდულ მოცულობაზე საუბრობენ ექსპერტები. სპეციალისტების შეფასებით მნიშვნელოვანია რომ ინვესტიციები საქართველოში ევროპის კონტინენტიდან შემოდის. მათივე განმარტებით, რიცხვები ინვესტორების მხრიდან საქართველოს მიმართ მაღალ ნდობაზე მიუთითებს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, უცხოური ინვესტიციების ზრდა ძირითადად განპირობებულია სააქციო კაპიტალისა და რეინვესტიციის მაჩვენებლების ზრდით.

დღის ამბები