15 ნოემბერი 2024,   16:02
ვრცლად
საქართველო პირველად მიიღებს მონაწილეობას "რამშტაინის ფორმატში", ძირითადი განსახილველი თემა უკრაინისთვის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაა - ვიქტორ დოლიძე

ბრიუსელში "რამშტაინის" შეხვედრა იწყება - ეს არის ფორმატი, რომლის ფარგლებში ნატოს თავდაცვის მინისტრები პარტნიორებთან ერთად მესამედ იკრიბებიან - შეხვედრაში პირველად მონაწილეობს ქართული მხარე, ოფიციალურ თბილისს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი წარმოადგენს.

ეს ფორმატი რამდენიმე თვის წინ რამშტაინის ბაზაზე დაარსდა. ჯგუფი რეგულარულად იკრიბება, რათა უკრაინისთვის უზრუნველყონ სხვადასხვა ტიპის იარაღი და სამხედრო ტექნიკა, მათ შორის მძიმე იარაღი.

შეხვედრა ნატოს თავდაცვის მინისტერიალამდე იმართება.

ნატო-ში საქართველოს ელჩის, ვიქტორ დოლიძის განცხადებით, საქართველო პირველად მიიღებს მონაწილეობას ​"რამშტაინის ფორმატში"

"დღეს პირველად საქართველო მიიღებს მონაწილეობას "რამშტაინის ფორმატში", საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში, სადაც ძირითადი განსახილველი თემა არის უკრაინისთვის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, იარაღის გადაცემა ომის პერიოდში და ასე შემდგომ. მოგეხსენებათ, რამხელა მნიშვნელობის შეხვედრაა და საქართველო რომ პირველად მონაწილეობს, ისტორიულიც შეიძლება, დავარქვათ, რასაც შემდეგ, უკვე საღამოს მოსდევს თავდაცვის მინისტერიალი, რომელზეც ჩვენი თავდაცვის მინისტრი საქმიან ვახშამზე წარდგება კოლეგების წინაშე, ექნება გამოსვლა და ინტერაქცია მოკავშირეებთან," – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

დღის ამბები