27 აპრილი 2024,   08:46
ვრცლად
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია National Geographic Travel magazine-ის ჟურნალისტს მასპინძლობს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია National Geographic Travel magazine-ის ჟურნალისტს ჯოზეფ რიჩარდ იოგერტს მასპინძლობს.

უწყების ცნობით, გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა მსოფლიოს 100 საუკეთესო ქალაქის შესახებ სპეციალურ გზამკვლევს ამზადებს, სადაც თბილისი და საქართველოს ტურისტული ადგილები იქნება შეყვანილი. ამ მიზნით გამოცემის ჟურნალისტმა საქართველოს დედაქალაქი დაათვალიერა, გადაიღო თბილისის ტურისტული ადგილები. National Geographic Travel magazine-ის ჟურნალისტი ტურის ფარგლებში უფლისციხეს, ყაზბეგს და კახეთს ეწვევა. 

"თბილისი არის ევროპული ქალაქი, სხვადასხვა პერიოდის ძალიან ლამაზი არქიტექტურით, მათ შორის თანამედროვე სტილის. ძალიან მომეწონა ქართული კერძები, განსაკუთრებით ხინკალი. თბილისის შემდეგ პირველი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რომელიც დავათვალიერე უფლისციხეა. ეს ადგილი უფრო პატარა მეგონა, თუმცა აღმოვაჩინე რომ ეს გამოქვაბულების ქალაქი, სადაც როგორც საცხოვრებელი, ასევე სალოცავები იყო მოწყობილი. ყველას გავუწევ რეკომენდაციას ჩამოვიდნენ საქართველოში და ეწვიონ ამ ადგილებს," - განაცხადა National Geographic-ის ჟურნალისტმა National Geographic-ის ჟურნალისტმა ჯოზეფ რიჩარდ იოგერტმა.

დღის ამბები