24 აგვისტო 2026,   23:25
ვრცლად
ბორჯომში პროტესტი გრძელდება, თუმცა აქციის მონაწილეებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის, რამდენიმე საკითხზე შეთანხმება შედგა

"ბორჯომის" ქარხანასთან პროტესტი გრძელდება. გაფიცული თანამშრომლების ხუთკაციანი ჯგუფი მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა, მოლაპარაკება სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ გზის პიკეტირება მოლაპარაკების დასრულებამდე აღარ მოხდება. ასევე მოხდება კომპენსაციის გადახდა, თუმცა არა ქარხნის მიერ შერჩეულ კონკრეტულ პირებზე, არამედ მათზე, ვინც კომპენსაციას იმსახურებს.

"საქართველოს მთავრობისთვის და პირადად პრემიერისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ეროვნული საამაყო ბრენდის "ბორჯომის" ფუნქციონირება. დაახლოებით აქციების 7.6% გადმოეცა საქართველოს უსასყიდლოდ, რაც არის საფუძველი, რომ ქარხანამ იფუნქციონიროს სრულფასოვნად. პრემიერ - მინისტრის დავალებით, შევხვდი თანამშრომლებს და მოვისმინე პრეტენზიები. კომპანია ჯერჯერობით არის კერძო სუბიექტი და სახელმწიფო იქ არ მონაწილეობს. ამდენად, სახელმწიფოს აქვს მხოლოდ მედიაციის საშუალება. "ბორჯომის" ქარხნის მენეჯმენტი გარკვეულ დათმობებზე წავა და მათი მოთხოვნების ნაწილი იქნება დაკმაყოფილებული,"-განაცხადა საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლერი ბარნაბიშვილმა.

დღის ამბები