27 აპრილი 2024,   07:50
ვრცლად
მარიუპოლის მცველთა ნაწილი ტყვეობიდან, შესაძლოა, უახლოეს მომავალში გათავისუფლდეს - რა ბედი ელით "აზოვის" მეთაურებს

"აზოვსტალიდანევაკუირებულ მარიუპოლის დამცველებს უკრაინა რამდენიმე ეტაპად გაათავისუფლებს. უკრაინელი სამხედროების ნაწილი კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, შესაძლოა, უახლოეს მომავალში დაბრუნდეს - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა ტელემარათონის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინულმა დაზვერვამ იცის თითქმის ყველა დატყვევებული უკრაინელი ჯარისკაცის ბედის შესახებ და მათი სამშობლოში დაბრუნებისთვის მუშაობს.

"იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ბევრი იხილავს შინ, თავის ახლობლებს," - განაცხადა ბუდანოვმა.

დაზვერვის ხელმძღვანელმა დააზუსტა, რომ ტყვეების გაცვლა ეტაპობრივად მოხდება და საუბარი არაა სამხედროების ერთბაშად გათავისუფლებაზე.

"უახლოეს მომავალში ვიმედოვნებთ, რომ გავათავისუფლებთ ტყვეების მნიშვნელოვან ოდენობას. ამის  შესახებ მედიას დაუყოვნებლივ ეცნობება," - აღნიშნა მან.

ბუდანოვის თქმით, მთავარი პრობლემა სამეთაურო შემადგენლობის გაცვლის საკითხია, მაშინ როდესაც რიგითების თემა გაცილებით უკეთ გვარდება.

"უკრაინული დაზვერვის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მარიუპოლის დამცველთა უმრავლესობა ახლა დროებით ოკუპირებული სოფლის ოლენოვკას სამხედრო ტყვეთა ბანაკშია, თუმცა ხანდახან ზოგიერთი მებრძოლი ოკუპანტებს საგამოძიებო მოქმედებებისთვის ბანაკიდან გაჰყავთ.

"ჩვენ ვიცით სად არიან ისინი - ეს საკითხი ყოველთვის კონტროლის ქვეშაა და თვალყურს ვადევნებთ. არა მხოლოდ თვალყურს ვადევნებთ, არამედ ვიღებთ ზომებს, მათი რეალურად დაბრუნებისთვის. კიდევ ერთხელ ვამბობ, ცოტაც მოითმინეთ და დარწმუნებული ვარ, რომ მალე ყველაფერს თქვენ თვითონ ნახავთ," - აღნიშნა ბუდანოვმა.

ბუდანოვმა საიდუმლო ინფორმაციით მოტივით არ უპასუხა კითხვას, თუ რამდენი უკრაინელი ჯარისკაცია ამჟამად რუსეთის ტყვეობაში. მან ასევე არ თქვა, საკმარისია თუ არა, უკრაინაში გასაცვლელთა ფონდი, ყველა უკრაინელი ჯარისკაცის გასათავისუფლებლად, თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინა თავისი ჯარისკაცების უკან დაბრუნებას შეძლებს.

დღის ამბები