27 აპრილი 2024,   02:47
ვრცლად
ბრიუსელში ევროკავშირი-ბალკანეთის სამიტი დაიწყო - ტრიოს საკითხს ევროპელი ლიდერები დღის მეორე ნახევარში განიხილავენ

რამდენიმე წუთის წინ ბრიუსელში ევროკავშირი-ბალკანეთის სამიტი დაიწყო. ტრიოს საკითხს კი დღის მეორე ნახევარში განიხილავენ.

უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას, ევროკავშირის ლიდერები 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე მიიღებენ.

პარალელურად, დღეს ევროპარლამენტში კენჭს უყრიან იმ რეზოლუციას, რომელიც ეხება ტრიოს ქვეყნების ევროპერსპექტივას და რომელზეც გუშინ ევროპარლამენტში დებატები გაიმართა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის თქმით, ევროინტეგრაციის პროცესი უნდა  გაძლიერდეს:

"დღეს მჯერა, რომ კანდიდატის სტატუსს მივანიჭებთ უკრაინასა და მოლდოვას და მივცემთ ნათელ ევროპულ პერპექტივას საქართველოსა და მოლდოვას. მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ პროცესი დასავლეთ ბალკანეთის სიგნალი. მაგიდაზე უნდა დავდოთ შეთავაზებები იმისთვის, რომ ამ მნიშვნელოვან საკითხებზე შედეგები გვქონდეს," - განაცხადა შარლ მიშელმა.

ევროპარლამენტის პრეზიდენტი  რობერტა მეცოლა მიიჩნევს, რომ საბჭოს დასკვნები გზას ხსნის საქართველოსთვისაც:

ბევრ ქართველთან მქონდა საუბარი ბოლო დღეებისა და კვირების განმავლობაში. საბჭოს დასკვნები გზას ხსნის საქართველოსთვის. ეს ის არის რასაც ევროპარლამენტი პირველივე დღიდან ამბობს, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ სამივე სახელმწიფო როგორც კანდიდატი ქვეყნები. ეს ასახული იქნება ევროსაბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებაში. დღეს ისტორიული და სპეციფიკური დღეა, რადგან ჩვენს კონტინენტზე ომია. იმედი მაქვს, მივანიჭებთ კანდიდატის სტატუსს უკრაინასა და მოლდოვას მაინც,"- აღნიშნა რობერტა მეცოლამ.

ირლანდიის პრემიერ-მინისტრი მაიკლ მარტინი აცხადებს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება იქნება მკაფიო გზავნილი ევროკავშირის მხრიდან რომ ეს სამი ქვეყანა ევროპას ეკუთნის

"ისტორიულია ევროკავშირის გაფართოების საკითხი. მე მხარს ვუჭერ უკრაინისთვის სტატუსის მინიჭებას . მნიშვნელოვანია ევროპული პერსპექტივის საქართველოსთვის და მოლდოვისთვის მიცემა. ჩვენ ვიცით რას ნიშნავს ევროკავშირის წევრობა. წევრობა თავის მხრივ ტრანსფორმირებადია. დღევანდელი გადაწყვეტილება იქნება მკაფიო გზავნილი ევროკავშირის მხრიდან რომ ეს სამი ქვეყანა ევროპას ეკუთნის,"- განაცხადა მაიკლ მარტინმა.

დღის ამბები