15 აგვისტო 2022,   19:11
ვრცლად
მარნეულში აივნის ჩამონგრევის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა - ერთ-ერთი მათგანი ორსულად იყო

მარნეულში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად მსხვერპლი გაიზარდა. აივნის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილზე სამართალდამცველები, ექსპერტ-კრიმინალისტები და მაშველები არიან მობილიზებულები.

არსებული ინფორმაციით, 5-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულზე აივანი ჩამოინგრა, მოიყოლა მეოთხე სართულის აივანი, სადაც 40-წლამდე ქალი იმყოფებოდა, ის ადგილზევე გარდაიცვალა. ასევე შემთხვევის შედეგად, 2 დაშავებულიდან ერთ-ერთი ორსული ქალი გარდაიცვალა. მეორე დაშავებული კი მცირეწლოვანია. მას სამედიცინო დამხარება უტარდება.

დღის ამბები