27 აპრილი 2024,   02:59
ვრცლად
ინციდენტი გორის ბაზარში - მამაკაცმა ბადრი ჯაფარიძის მისამართით მწვანილების კონა ისროლა

რეგიონებში შეხვედრები ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. მოძრაობა "შინ ევროპისკენ" საინფორმაციო ბროშურებს არიგებს, ესაუბრება მოსახლეობას, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, შეხვედრები ინციდენტების გარეშე არ სრულდება.

გამონაკლისი არ იყო გორიც. ქალაქის ბაზარში "ლელოს" ლიდერები მივიდნენ, თუმცა მათ მოქალაქეების ნაწილი დაუპირისპირდა. სიტყვიერ კამათს მოჰყვა მცირე ინციდენტი. მამაკაცმა, რომელიც უკვე დაკავებულია, ბადრი ჯაფარიძის მისამართით მწვანილების კონა ისროლა, ის პიარის თანამშრომელს მოხვდა.

ინციდენტების მიუხედავად, საინფორმაციო შეხვედრები ქართლში მაინც გრძელდება. რეგიონებში დაგეგმილი შეხვედრები სამი ივლისის აქციას უკავშირდება. 

დღის ამბები