26 დეკემბერი 2024,   23:53
ვრცლად
ბათუმში მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ბათუმში მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საზეიმო მსვლელობა ბათუმის ცენტრალური პარკიდან ბათუმის საზღვაო ნავსადგურისკენ მოეწყო, რომელშიც საზღვაო სასწავლებლების კურსანტები, სანაპირო დაცვის პირადი შემადგენლობა, მეზღვაურები და საზღვაო სფეროს სხვა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცეს და საზღვაო დარგის ღვაწლმოსილი წარმომადგენლები დააჯილდოვეს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, აჭარის მთავრობის თავჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თამარ იოსელიანმა და ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა.

ღონისძიება ბათუმის ბულვარში გაგრძელდება. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასასრულს, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილ მეზღვაურებს.

დღის ამბები