20 აპრილი 2024,   11:13
ვრცლად
ტყეში უკვალოდ გაუჩინარებული 82 წლის მამაკაცი - თემურ შანიძის ოჯახი ორ ვერსიაზე საუბრობს

იმერეთში ერთი კვირაა გაუჩინარებულ 82 წლის მამაკაცს ეძებენ. თემურ შანიძის კვალი სოფელ გამოჩინებულის ტყეში გაუჩინარდა. საქონლის მოსაძებნად წასული მამაკაცი გაქრა, სახლში კი მხოლოდ მისი ძაღლი დაბრუნდა. დაკარგულ მამაკაცს ეძებენ ყველგან, მათ შორის, დრონების საშუალებით, თუმცა, ამ დრომდე, სამაშველო სამსახურმა მის კვალს ვერ მიაგნო.

თემურ შანიძის ოჯახი გაუჩინარების ორ ვერსიაზე საუბრობს. მისი ახლობლები ეჭვობენ, რომ შესაძლოა, ასაკოვანი მამაკაცი დანაშაულის მსხვერპლი გამხდარიყო, ან ღამე ხევში გადავარდა. არსებობს მოწმეც, რომელიც ამტკიცებს, რომ ტყიდან მამაკაცის ხმა გაიგო, რომელიც შველას ითხოვდა, თუმცა მისი პოვნა მაინც ვერ მოხერხდა.

დღის ამბები