07 მაისი 2024,   03:35
ვრცლად
ცნობილია, სად იმყოფებოდა წყალტუბოდან გაუჩინარებული გოგო

"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, წყალტუბოში დაკარგული გოგო პოლიციამ აჭარაში, ბათუმში იპოვა. ის თავს კარგად გრძნობს და ოჯახი ინფორმირებულია. 

"ლიკა პოლიციამ აჭარაში, ბათუმთან იპოვა. თავს კარგად გრძნობს და უვნებელია. მალე შევხვდებით და მომხდარის მიზეზებზე მოგვიანებით გაგესაუბრებით, ახლა მეტი არაფერი ვიცი. დიდი მადლობა მინდა შსს-ს გადავუხადო, რომ ჩვენი გოგო იპოვეს და მალე შეგვახვედრებენ," - ამბობს ლიკა გიორგობიანის ახლობელი. 

მომხდარზე შსს-ში განაცხადეს, რომ წყალტუბოდან გაუჩინარებული ლიკა გიორგობიანი პოლიციამ იპოვა. 

22 წლის ლიკა გიორგობიანს 8 დღე ეძებდნენ. გაუჩინარების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

სახლიდან წასვლამდე ლიკა გიორგობიანმა თან მხოლოდ პირადი ნივთები წაიღო, კუთვნილი მობილური ტელეფონი კი სახლში დატოვა. 

დღის ამბები