22 დეკემბერი 2024,   21:25
ვრცლად
ყველა, ვინც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, შეურაცხყოფას აყენებს ქართულ დემოკრატიას - შალვა პაპუაშვილი

უმრავლესობა ევროპარლამენტის კონკრეტულ წევრებს მოუწოდებს არ წაახალისონ პოლარიზაციის პროცესი ქვეყანაში. არ შეუწყონ ხელი ოპოზიციის დღის წესრიგს, რომელიც მათი თქმით, რადიკალიზაციაზე გადის.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, "ქართულმა ოცნებამ" ნაბიჯი გადადგა იმისთვის, რომ რიტორიკა შერბილდეს და სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიცია კვლავ რჩება მაპოლარიზებელ რიტორიკაში და ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრი იმავე რიტორიკას იზიარებს:

"ყველა, ვინც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, შეურაცხყოფას აყენებს ქართულ დემოკრატიას, ეს არის სწორედ რადიკალური დღის წესრიგის ხელშეწყობა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, მათ შორის ევროპარლამენტის წევრებს, ნაცვლად იმისა, რომ ხელი შეუწყონ რადიკალურ ოპოზიციას რადიკალური დღის წესრიგის განხორციელებაში, ჩახედონ მათ შორის რეკომენდაციების პირველ პუნქტს, რომელიც შეეხება დეპოლარიზაციას და თავად ნუ იქნებიან პოლარიზაციის წამქეზებლები. ასეთი განცხადებები აქეზებს პოლარიზაციას და ეწინააღმდეგება მათ შორის, ევროკავშირის სულისკვეთებას," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები