საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ვიზიტი ყირგიზეთში გრძელდება. შალვა პაპუაშვილი დღეს ბიშკეკში ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდება.
უკვე შედგა ორი ქვეყნის პარლამენტის სპიკერების შეხვედრა; რის შემდეგაც მოლაპარაკება მხარეებმა უკვე ეროვნული დელეგაციების მონაწილეობით, გაფართოებულ ფორმატში გააგრძელეს.
შალვა პაპუაშვილმა გამოთქვა ინიციატივა, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც საქართველოსა და ცენტრალური აზიის 5 ქვეყანას გააერთიანებს და ის შუა დერეფნის პოტენციალის ათვისების საკითხებზე იმუშავებს.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ევროპელი სოციალისტების” წევრის, ფრიდონ ინჯიას განცხადებით, უმნიშვნელოვანესია იმ ჯაჭვში არსებულ ქვეყნებთან ურთიერთობა, რომლებიც არიან "აბრეშუმის გზაზე" ერთმანეთთან დაკავშირებული.
"პრეზიდენტთან არის დაგეგმილი შეხვედრა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. უნდა დაიგეგმოს პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში. ეს კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენი ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობას, პარტნიორულ ურთიერთობებს. იქნება უამრავი მიმართულებით თემები გავლილი, რადგან კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ უმნიშვნელოვანესია მსგავს ქვეყნებთან და იმ ჯაჭვში არსებულ ქვეყნებთან ურთიერთობა, რომლებიც არიან "აბრეშუმის გზაზე" დაკავშირებული ერთმანეთთან", - განაცხადა ილია ინჯიამ.