აკადემიური ცოდნა ბიზნესის რეალური საჭიროებებისთვის! ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ევროკავშირის Erasmus+-ის მხარდაჭერით, საერთაშორისო პროექტ "რაი-ჰეის" დასკვნით კონფერენციას უმასპინძლა.
ინიციატივის მთავარი მიზანი საქართველოს უმაღლესი განათლების ეკოსისტემის გაძლიერება, ინოვაციების ხელშეწყობა და უნივერსიტეტებსა და კერძო სექტორს შორის მჭიდრო თანამშრომლობის დამყარებაა.
მასშტაბურ პროექტში ქართულ უნივერსიტეტებთან ერთად გერმანიისა და პოლონეთის წამყვანი უმაღლესი სასწავლებლები მონაწილეობდნენ.