22 დეკემბერი 2024,   21:37
ვრცლად
დეპოლარიზაციის მთავარი თემა უნდა იყოს აგებული შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე - რომან გოცირიძე

ოპოზიციის განცხადებით ევროპარლამენტარების ანგარიშმა აჩვენა, რომ რეფორმების გაგრძელებას ქვეყანაში ალტერნატივა არ აქვს. ამასთან როგორც ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო და არის ევროპული პერსპექტივისთვის შარლ მიშელის შეთანხმების პუნქტების შესრულება

"ქართული ოცნება" ამბობს, რომ შარლ მიშელის შეთანხმება არაფერ შუაში არ არის, როდესაც ყველა აღნიშნავს, რომ დეპოლარიზაციის მთავარი თემა უნდა იყოს აგებული შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ. მისი თქმით, სწორედ ამ შეთანხმებაში დაბრუნებისა და რეფორმების გატარებისკენ  არის მიმართული ევროპარლამენტარების მოწოდებები.

"ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ დღეს ევროპარლამენტარებისგან მოსმენილი იქნა მოწოდებები, რომელიც აქამდეც არაერთხელ ყოფილა, ეს არის როგორც დამოუკიდებელი მართლმსაჯულების აუცილებლობა, ასევე დეოლიგარქიზაცია და დემოკრატიის გაძლიერება. გეგელიას შეფასებით, რეკომენდაციების შესრულებისა და რეფორმების არგატარების შემთხვევაში ქვეყანა დაკარგავს ევროპულ პერსპექტივას.

 

დღის ამბები