27 დეკემბერი 2024,   04:30
ვრცლად
"ქვების ხმაური"ეროვნულ გალერეაში - მხატვარი ზურა აფხაზი პერსონალურ გამოფენაზე დამთვალიერებელს მედიტაციურ მდგომარეობაში დახვდა

პროექტი "ქვების ხმაური" ეროვნულ გალერეაში - ცნობილი ქართველი მხატვარი დამთვალიერებელთან ამჯერად პერფორმანსით წარსდგა და საგამოფენო დარბაზში მოსულებს იატაკზე დაწოლილი დახვდა. ის დაახლოებით სამი საათი იწვა.

თუმცა ეს ეს არ ყოფილა ერთადერთი სიურპრიზი, რომელიც ხელოვანმა დამთვალიერებელს დაახვედრა. ზურა აფხაზმა ეროვნულ გალერეაში მოსულებს ბოლო წლებში შექმნილ ფერწერულ ტილოებთან ერთად ობიექტები შესთავაზა.

პერსონალურ გამოფენას სახელი ქვების ხმაური მხატვარმა იმ ადგილის გამო დაარქვა, სადაც გაიზარდა და ამ დრომდე მუშაობს. უფლისციხელი მხატვრის ნამუშევრების დათვალიერების საშუალება ხელოვნების მოყვარულებს 8 აგვისტოს ჩათვლით ექნებათ.

დღის ამბები