06 მაისი 2024,   02:45
ვრცლად
გორში ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა - არიან დაშავებულები

ავტოავარიას გორის მუნიციპალიტეტში 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 3 კი დაშავდა.

შემთხვევა გზის გორი-კარალეთის მონაკვეთზე მოხდა. ერთმანეთს 2 მსუბუქი მანქანა შეეჯახა. დაშავებულები გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები